19:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 23:51:30, 818 ნახვა

საზოგადოება
მწერალი დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს

დათო ტურაშვილი დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს მკურნალობას, - ამის შესახებ მწერალი დათო ტურაშვილის შვილმა, ანაკო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დათო ტურაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ გამოკვლევებს, რომელსაც მწერალი თურქეთში ჩაიტარებს.

"დათო ახლა არის სტაბილურად, უკვე გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს გამოკვლევებს, იქ უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგადა არის  მათი დამსახურებაა. ახლა ის განაგრძობს თურქეთში მკურნალობას " - განაცხადა ანაკო ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, მწერალი დავით ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულაში" ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა. გადაცემა "მე 17 სართულის" მიმდინარეობისას, მწერალი სასწრაფო დახმარების ავტომობილით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics