11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 20:57:30, 945 ნახვა

მსოფლიო
სი ძინპინმა პუტინთან ხელი მოაწერა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გეგმაზე 2030 წლამდე

რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს განცხადებას რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი სფეროების განვითარების გეგმაზე 2030 წლამდე.

ასევე, რუსეთის ფედერაციაში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტის დროს ხელი მოეწერა მთელ რიგ სამთავრობათაშორისო, უწყებათაშორის და კორპორატიულ დოკუმენტებს სხვადასხვა სფეროში რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს კონტაქტებს რუსეთის პრეზიდენტთან ყველა ფორმით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დინამიური, გრძელვადიანი განვითარების სასარგებლოდ. ამის შესახებ სი ძინპინმა მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა მოლაპარაკების დასასრულს განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის კავშირები გასცდა ორმხრივ ურთიერთობებს და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო წესრიგს.

მან ასევე აცნობა, რომ მოლაპარაკებების დროს გამოიკვეთა შემდგომი თანამშრომლობის გეგმა ყველა სფეროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics