23:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 11:31:13, 1247 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთსა და EU-ს შორის მანევრირება არ არის გზა ევროპული ინტეგრაციისკენ - ჰალიცკი „ოცნებას“ მიმართავს

 რუსეთსა და ევროკავშირს შორის მანევრირება არ არის გზა რეალური ევროპული ინტეგრაციისკენ, - პოლონელი ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. 

როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, ევროკავშირი "დივერსიულ ჯაშუშურ ქსელად" მოხსენიებას ვერ შეეგუება.

"დაე, ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" მთავრობამ მოგვისმინოს: რუსეთსა და ევროკავშირს შორის მანევრირება არ არის გზა რეალური ევროპული ინტეგრაციისკენ.

საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, ევროკავშირის "დივერსიულ ჯაშუშურ ქსელად" მოხსენიებას რომ ვერ შევეგუებით",- წერს ანდჟეი ჰალიცკი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დებატები მიუძღვნა. განხილვა შეეხო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხალხის არჩევანსა და მმართველი პარტიის პოზიციებს. ევროპარლამენტარმა არა ერთხელ ახსენეს დეოლიგარქიზაციის საკითხი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics