00:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 21:20:18, 779 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი - შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შვედეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა კი თავის მხრივ გამოთქვა იმედი, რომ შვედეთი ნატო-ს წევრობისთვის რატიფიკაციას თურქეთში 14 მაისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღებს.

„გვინდა, რომ ორივე ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი და ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა ყველა არსებული საშუალებით, რათა ეს პროცესი სწრაფად განვითარდეს. ჩვეულებრივ ხანგრძლივობასთან შედარებით, ეს რეალურად სწრაფი პროცესია. ჩვენი მიზანია ეს სწრაფად განხორციელდეს და შვედეთი ძალიან სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი. ეს კარგია შვედეთისთვის და ეს კარგია ნატო-სა და ჩვენი ალიანსისთვის. ჩვენ ევროპის უსაფრთხოებისთვის ჩვენი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობა გვჭირდება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics