23:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 19:05:42, 897 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების“ შესახებ განკარგულების პროექტი მიიღეს

 მთავრობის სხდომაზე „საქართველოს მუნიციპალიტეტებში მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების“ შესახებ განკარგულების პროექტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

განაცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით.

"საქართველოს დასახლებულ ადგილებში მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობაა, თუმცა, ბოლო პერიოდში,  მეტი ყურადღება ექცევა რეკრეაციული ზონების მოწყობის აუცილებლობას. ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეების შექმნით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს  მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ, დღეისათვის, მუნიციპალიტეტებს, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ურბანული ტერიტორიების გამწვანებისთვის ერთიანი სრულყოფილი სისტემა არ გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა, ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, მოამზადეს ურბანულ სივრცეებში გამწვანებისთვის გამოსაყენებელი მცენარეების სახეობათა სია. სამუშო პროცესში ჩართული იყვნენ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების. ყველა  რეგიონისთვის შეირჩა დასარგავად განსაზღვრული როგორც კულტივირებული და დეკორატიული, ასევე ადგილობრივი სახეობის მცენარეები, თითოეული რეგიონის მიკროკლიმატის გათვალისწინებით. აღნიშნულ ნუსხაში არ შედის მცენარეთა ის სახეობები, რომელთა დარგვა შესაძლოა არასასურველი იყოს ინვაზიური, ტოქსიკური თუ სხვა მიზეზების გამო. არსებული პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავებულია შერჩეული მცენარეების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ რეკომენდაციები.

არსებული პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავებულია შერჩეული მცენარეების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ რეკომენდაციები", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics