23:14 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 13:42:29, 820 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის საგაზაფხულო სოციალური კამპანია მრავალშვილიანი დედებისთვის

ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, აგრძელებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიას. ამჯერად,  ბანკის თანამშრომლების ინიციატივითა და ჩართულობით, მრავალშვილიან დედებს მარტის დღესასწაულები მიულოცა.

საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ბენეფიციარებად შეირჩნენ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების გვერდით დგომა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა, რომ კამპანიაში დიდი ენთუზიაზმით, აქტიურად ჩაერთო ბაზისბანკის გუნდის წევრები საქართველოს ყველა რეგიონიდან. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანური რესურსების კონტრიბუცია. 

ბანკის დაფინანსებითა და ჩვენი გუნდის წევრების ჩართულობით, მოხდა ბენეფიციარების მოძიება, მათი ინდივიდუალური საჭიროებების მოკვლევა და შემდეგ, სპეციალურად მათთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენა და გადაცემა.

გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს.
ბაზისბანკისაგან მსგავსი სახის საქველმოქმედო კამპანიებები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics