04:52 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 07:07:22, 754 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ხარაზიშვილმა მოიყვანა თავისი ბანდფორმირებები, რომლებიც ურტყამენ ადამიანებს

"ხარაზიშვილმა მოიყვანა თავისი ბანდფორმირებები, რომლებიც ურტყამენ ადამიანებს - ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, ნახეთ რომ ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოვიდა დარბევამდე 15-20 წუთით ადრე, მისი შავი ჯიპით "დასმოტრა" სიტუაცია. მოიყვანა მისი ბანდფორმირება, ამათი დიდი უმრავლესობა თანამშრომელიც არ არის და ემორჩიელბიან პირადად ბიძინა ივანიშვილს. ვგულისხმობ ხარაზიშვილს და მერე იძლევა დავალებას. ამის შემდეგ ნახეთ არაადეკვატური, განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედი ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რომლებიც აგრესიულები იყვნენ, უტყამდნენ ადამიანებს. ეს ადამიანი, ხარაზე - არის საეჭვო წარმომავლობის და რეპუტაციის, ის არის მკვლელი და მისი ბანდფორმირება გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით." - განაცხადა ხაბეიშვილმა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება დღეს აქციის დაშლის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. იგი  "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა და ბრძანებებს გასცემდა.

ხარაზაშვილის სახელი უკავშირდება მუხროვანის სპეცოპერაციას, ასევე 20 ივნისის გავრილოვის ღამეს, სადაც ხარებას სპეცრაზმი მომიტინგეებს ესროდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics