07:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 17:59:51, 963 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და ახსნას, ეროვნული ინტერესებით რატომ ვაჭრობს

ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და ახსნას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს.

როგორც გახარია Twitter-ზე წერს, "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას ასევე უნდა აუხსნას, მომავალ თაობებს "ევროპულ მომავალს რატომ ართმევს".

„დამალული ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და ახსნას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს! დროა, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს", - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics