14:23 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 09:04:23, 1983 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ცის დაცვას სრულად მაშინ შეძლებს, როდესაც საავიაციო ტაბუ გაუქმდება

უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაზე ირანული დრონებით შეტევისას ქვეყნის ძალებმა დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს, დარტყმებს მსხვერპლი მაინც მოჰყვა.

„დღე ირანული დრონების თავდასხმებით დაიწყო. მათგან უმეტესობის ჩამოგდება შევძელით, 14-დან 11. სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც. დაშავდა ხმელნიცკში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომელი, ორი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამიტომ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი - თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა შევძლოთ რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანია მაშინ, როდესაც მას უზრუნველყოფს თანამედროვე ავიაციაც. ცის მთლიანად დაცვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც გაუქმდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics