15:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 10:50:24, 697 ნახვა

საზოგადოება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა „მარილის შემცირების სტრატეგიებზე" იმსჯელეს

საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის გავრცელების ტენდენციებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე - „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში", სპეციალიტებმა  მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არაგადამდები, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა. მისივე თქმით,  ინიციატივას ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics