19:55 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 15:31:43, 794 ნახვა

პოლიტიკა
მელია - დაგვიდგა რეალობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით აქტიურ სოლიდარობას დაღი დაესვა

სამწუხაროდ ჩვენ დაგვიდგა რეალობა, როდესაც ჩატეხილი ხიდების აღდგენა გვჭირდება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მელიას თქმით, უნდა გადაიდგას რაციონალური, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რასაც შედეგად უნდა მოქონდეს მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის ვადის შემცირება.

"მიზანი, რომელიც გულისმობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ევროპულ მომავალს - არის ის მიზანი, რის გარშემოც ყველანი ვართ გაერთიანებულნი.

მე ვფიქრობ, მაშინ, როდესაც საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოება არის კონსოლიდირებული განსაკუთრებით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოება მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხთან დაკავშირებით, ამ დროს, ჩვენ ახლა კიდევ უფრო გვართებს ძალების მოკრება და კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

სამწუხაროდ ჩვენ დაგვიდგა რეალობა, როდესაც ჩატეხილი ხიდების აღდგენა გვჭირდება, მათ შორის პარტიის შიგნით და იდეური ერთობა სხვადასხვა პროცესების გამო, სხვადასხვა მიმართულებით იქნა მორღვეული, რამაც დაღი დაასვა, მათ შორის აქტიურ სოლიდარობას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროა.

მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მეკეთებინა პატიოსანი, მორალური, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა და გავაგრძელებ კიდევაც. ჩვენ არასდროს არ უნდა ვაკადროთ ჩვენი პარტიის ამომრჩეველს და მითუმეტეს პატიმარს ტყუილი.

მე მიმაჩნია, რომ უნდა გადაიდგას რაციონალური, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რასაც შედეგად უნდა მოქონდეს მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის ვადის შემცირება და არა პირიქით - ვადის გახანგრძლივება.

დრო არ ითმენს, მიხეილ სააკაშვილი საფრთხეშია. შიშველი ემოციებით არ უნდა ვკვებავდეთ ამომრჩეველს,",- განაცხადა მელიამ.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics