19:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 17:50:42, 788 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - რაც ვისწავლეთ არის ის, რომ დროულად დავეხმაროთ პარტნიორებს, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან

ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ ომში უკავშირდება პარტნიორების დროულად და სწრაფად დახმარებას, იმ ქვეყნების მეტ მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძირითადი მიზეზი, რაც უკრაინას დაეხმარა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის მოგერიებაში რა თქმა უნდა უკრაინელი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმია, მაგრამ ამასთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვის ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას, რაც სათავეს 2014 წლიდან იღებს.

„მოლდოვას არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ნატოში მომავალი გაწევრიანების შესახებ და ჩვენ პატივს ვცემთ მათ პოზიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ ომში უკავშირდება პარტნიორების დროულად და სწრაფად დახმარებას, იმ ქვეყნების მეტ მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან. ეს დახმარება უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად და ახლა.

ძირითადი მიზეზი, რაც უკრაინას დაეხმარა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის მოგერიებაში რა თქმა უნდა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცე, თავდადება, ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაბიჯებია, მაგრამ ამავე დროს ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაა, რაც სათავეს 2014 წლიდან იღებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics