21:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 19:27:58, 740 ნახვა

პოლიტიკა
კალიურანდი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ღირსება

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი,რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ღირსება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარია კალიურანდმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, და არ არსებობს სურვილი, იმისა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში.

"ამ რეზოლუციას მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ მიიღეს უდიდესი უმრავლესობით, თუმცა იყო ერთი შესწორება, რომელიც ეხებოდა ბატონ ივანიშვილს და რომელსაც მხარი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ დაუჭირა. ზოგადად რეზოლუციაში ახალი არაფერია, ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს შეშფოთება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ მდგომარეობაზე, ჩვენ არ გვინდა, რომ  ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს პუნქტი, რომელიც საშუალებას იძლევა,  რომ პატიმარი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი,რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ღირსება და ა.შ", - განაცხადა კალიურანდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics