21:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 17:36:36, 1450 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - Wizz Air ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ქუთაისის აეროპორტში მთავარი კონტრიბუტორია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოპერირების ტექნიკურ დეტალებს და ქვეყანაში Wizz Air-ის შემდგომ გაფართოებას. 

"Wizz Air ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ქუთაისის აეროპორტში მთავარი კონტრიბუტორია. 2022 წლის მონაცემებით, ის 14,5%-იანი წილით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია და ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი მიმართულებით დაფრინავს. ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენთვის პრიორიტეტულ, არსებულ და ახალ მიმართულებებზე. ყოველთვის მივესალმებით ჩვენს აეროპორტში Wizz Air-ის გაფართოებას გრძელვადიან პერსპექტივაში",-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

2022 წლის Wizz Air 630,000 გადაყვანილი მგზავრით საქართველოს ბაზარზე ლიდერობს. 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეებს დაამატებს. საქართველოში ვიზიტით მყოფი ავიაკომპანიის მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან გამართავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics