|
2023-02-10 11:17:30, 1034 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW) მიერ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 84-ე სესიაზე განხილულ იქნა ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიში. "საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ეროვნულ დონეზე კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ გადადგმულ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებიც ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)