|
2023-02-09 13:00:49, 1132 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის'' სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილეს, მამუკა მესხს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ყურადღება დარგის განვითარებაში პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. "საბჭოს წევრებმა პროექტის ფარგლებში 2022 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინეს და განიხილეს პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც სოფლის ინტეგრირებული განვითარების მიდგომის ძირითად შედეგებს და რეკომენდაციებს ასახავს. საუბარი ასევე შეეხო, სოფლის ინკლუზიური განვითარების მნიშვნელობის საკითხს. აღსანიშნავია, რომ „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტის“ მთავარ ამოცანას სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, სურსათის წარმოების გაზრდა და სოფლად სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი სხვადასხვა მიდგომის პილოტირებისა და მცირე საგრანტო ინვესტიციების განხორციელებით, ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის 2015-2020 განვითარების სტრატეგიისა და სოფლის განვითარების 2017-2022 სტრატეგიის განხორციელებას. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოში (FAO) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერი ბექა ძაძამია, და პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)