00:25 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 15:34:12, 1399 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - ხელისუფლებამ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა შეწყვიტოს და უკრაინას გადასცეს

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ და უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უარყო მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics