16:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 02:10:19, 859 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2316-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2316-მდე გაიზარდა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) მიწისძვრებისა და რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ორჰან თათარმა.

„ქაჰრამანმარასში ეპიცენტრით მიწისძვრების შედეგად დაიღუპა 2316 ადამიანი, დაშავდა 13293 ადამიანი“, – განაცხადა მან.

დაზიანებულ ტერიტორიებზე სულ 14720 სამძებრო-მაშველი და სამხედრო მოსამსახურე გაგზავნეს, წერს Anadolu.

Associated Press, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ამ მონაცემების გათვალისწინებით, მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში მთლიანობაში 3400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ორშაბათს ღამით, ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ თურქეთში და შემდგომმა ექოს შოკებმა გამოიწვია მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი თურქეთის რამდენიმე პროვინციაში, ისევე როგორც მეზობელ სირიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics