22:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 10:51:25, 739 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისში ახალი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით თბილისში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა, რომელიც  5 500 კვ.მ-ზეა განთავსებული. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ევროა.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერა სასტუმროს და რესტორნის რემონტსა და მის კეთილმოწყობას მოხმარდა.  სასტუმრო ორ თაუერს მოიცავს, რომელსაც  100 ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი, რესტორანი და საპარკინგე სივრცე აქვს.

„საქართველოს ბანკის“ დახმარებით შევძელით ახალი პროექტის განხორციელება. რაც მთავარია, ჩვენი სასტუმრო ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდა. ეს მოიცავს ენერგომისიურ მინებს, რომელიც დიდი რაოდენობით აკავებს სითბოს. ასევე, სასტუმროს ნომრის ჭერი და კედლები აშენებულია სპეციალური მასალით, რაც ტემპერატურის მიმოცვლასა და  ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს, სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებითა და სისტემებით, ცეცხლმედეგი კარებით, იატაკით და ფარდებით. სასტუმროში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატკბნენ ჩვენი პანორამული ხედებით და ესტუმრონ ჩვენს რესტორანს, სადაც ცნობილი ბრენდ შეფის კონსტანტინე თედელურის მიერ მომზადებულ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებენ “, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა, ილია ცინცაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით პროექტის დაფინანსება, რომელიც სასტუმრო და სამშენებლო სექტორს აძლიერებს. ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. გუნდს წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში. ჩვენ კი მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების ხელშეწყობას,“- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics