2023-02-02 09:04:54, 1823 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - EU უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს
ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
BBC-ის ცნობით, ბორელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
მისივე თქმით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე საუბარმა EU-ს წევრ ქვეყნებს შორის "სერიოზული უთანხმოება" გამოიწვია.
ცნობისთვის, უფრო ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაგზავნის იმ პირობებშიც კი, როდესაც აშშ, არტილერიისა და ტანკების სახით, კიევისთვის სამხედრო დახმარებას აძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისთვის მზადყოფნა ჯერჯერობით მხოლოდ საფრანგეთმა გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,