|
2023-02-01 22:33:19, 957 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - ვის მხარესაა დღეს საქართველო, მისი ხელმძღვანელობა? ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს?
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ჩნდება კითხვა: ვის მხარესაა დღეს საქართველო, მისი ხელმძღვანელობა? ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს? - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩნდება კითხვა: ვის მხარესაა დღეს საქართველო, მისი ხელმძღვანელობა? ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს? რადგან რუსეთი ისე იქცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა მათ პოლიტიკოსებს, სხვათა შორის, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ: არიან ისინი ნეიტრალურები? რუსეთის მხარეს? უკრაინის წინააღმდეგ? ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ნეიტრალიტეტის საკითხს, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობა გვაქვს." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)