23:33 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 14:22:08, 805 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ერნსტ პეტერ ფიშერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის ატაშე, დიტრიხ ებერსი.

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და განიხილეს ამ მიზნით განხორციელებული, ასევე, მიმდინარე ღონისძიებები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics