|
2023-01-30 19:57:06, 907 ნახვა
პოლიტიკა
კობა ნაყოფია - ვტოვებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც პოლიტსაბჭოს
მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა კობა ნაყოფიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პარტიაში ის რიგითი წევრის სტატუსით რჩება, იქამდე სანამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იქნება. მან დასძინა, რომ პარტიაში დარჩენა არ დარჩენის საკითხს განიხილავს მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და მიეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება. “მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს, ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება", - განაცხადა ნაყოფიამ. შეგახსენებთ, “ერთიან ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე ხმათა უმრავლესობით 52,58%-ით ლევან ხაბეიშვილი გახდა. კობა ნაყოფიასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმაც დატოვეს პარტიული თანამდებობები, თუმცა პარტიაში ისინიც კვლავ რჩებიან.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)