2023-01-27 09:16:06, 1434 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს და სამხედროებს ეკიპაჟების მოსამზადებლად გაგზავნის
კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს და კანადელ სამხედროებს ევროპულ ქვეყნებში გაგზავნის, რათა უკრაინელი სამხედროების მომზადებაში დახმარება გაუწიონ.
როგორც კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა თქვა, კანადა უკრაინაში ავღანეთის ომის დროს შეძენილ Leopard 2 A4 მოდელებს გაგზავნის.
ცნობისთვის, პოლონეთი რამდენიმე კვირაში უკრაინას 14 Leopard 2-ის ტიპის ტანკს მიაწვდის.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას მარტის ბოლოს გადასცემს თავის 14 Challenger 2-ის ტანკს. მომავალი კვირიდან დაიწყება უკრაინელი სამხედროების მომზადება ამ ტანკებთან მუშაობისთვის.
გარდა ამისა, გერმანია გეგმავს მარტის ბოლომდე უკრაინას მიაწოდოს Leopard 2 საბრძოლო ტანკები.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 31 Abraams-ის ტანკის გადაცემა გამოაცხადა, რომელიც უკრაინაში რამდენიმე თვეში ჩავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,