|
2023-01-25 13:39:43, 1442 ნახვა
პოლიტიკა
კასიანოვი „ალტ-ინფოზე“ - ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენს შიშს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ს შორდება
ჩვენთვის, უკრაინის საელჩოსთვის რთულად გასაგებია - საქართველოში, რომელიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლია, როგორ გაჩნდნენ ასეთი პოლიტიკური ძალები, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებით განაცხადა. როგორც კასიანოვმა უკრაინულ მედიას უთხრა, პრორუსული მოძრაობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირს შორდება. "18 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან მეშვიდე დღეს, საქართველოში, უკრაინის საელჩოს კედლებთან პრორუსული მოძრაობა "ალტ-ინფოს" მხარდამჭერების ანტიუკრაინული, პროვოკაციული აქცია გაიმართა. აქციაზე უკრაინის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონკრეტული პირების შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები გამოიყენეს. ეს ჩვენთვის, უკრაინის საელჩოსთვის რთულად გასაგებია - საქართველოში, რომელიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლია, როგორ გაჩნდნენ ასეთი პოლიტიკური ძალები. "ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირეს პოლიტიკური პარტია, სახელწოდებით „კონსერვატიული პარტია“. ამ პარტიას უკვე აქვს 28 წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი ელექტრონული მედია და ტელევიზიაც კი. ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენს შიშს საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაშორების და ჩვენი მოქალაქეებისთვის გაზრდილი რისკების შესახებ", - აცხადებს ანდრეი კასიანოვი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)