2023-01-23 18:32:07, 1711 ნახვა
ომი უკრაინაში
ვადიმ სკიბცკი - უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ომამდელი მარაგის 20%- მდე რაკეტა აქვს დარჩენილი
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს დარჩენილი აქვს მაღალი სიზუსტის რაკეტების ომამდელი მარაგის 20%-მდე - დაახლოებით 550 რაკეტა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პოტენციალი საკმარისია, უკრაინაზე ორი ან სამი მასიური დარტყმის განსახორციელებლად. მან დასძინა, რომ ბოლო დარტყმა 30-ზე ნაკლები მაღალი სიზუსტის რაკეტით განხორციელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი განიცდის დეფიციტს და არ აქვთ დრო, რომ შეავსონ არსენალი.
„მათ აქვთ „ისკანდერები“, აქვთ Х-101, Х-555. ჩვენი გათვლებით, რუსეთს ომამდელი მარაგების დაახლოებით 20%-მდე დარჩა, ეს არის დაახლოებით 550 ერთეული. მათი პოტენციალი საკმარისია ორი ან სამი მასიური დარტყმის განსახორციელებლად“, - განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,