14:33 - 12 May, 2026
|
2015-02-07 10:54:02, 1086 ნახვა
სამართალი
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეებს: 1951 წელს დაბადებულ მედეა ხ-ს და 1991 წელს დაბადებულ გიორგი ხ-ს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის ნოემბრის თვეში მედეა ხ-მ ლიტვის საელჩოში წარსადგენად ყალბი ოფიციალური დოკუმენტები დაუმზადა და გადასცა თავის შვილიშვილს - გიორგი ხ-ს. გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების და გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)