|
2023-01-19 14:21:15, 1145 ნახვა
საზოგადოება
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. საქართველოს სახალხო არტისტის ხსოვნას პატივს პოლიტიკოსები, ხელოვნების სფეროსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მიაგებენ. პანაშვიდს ასევე ესწრება უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო, რომელმაც პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა. საქართველოს სახალხო არტისტს დღეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)