|
2023-01-18 16:54:34, 1066 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი ბროვარის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. "საშინელი ტრაგედია. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ახლობელს", - წერს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში და უკრაინის შს მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია. ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის სიცოცხლე ემსვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)