08:21 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 15:54:39, 1691 ნახვა

კომენტარი
ლავროვმა რუსები ებრაელებს, დასავლეთი კი ჰიტლერსა და ნაპოლეონს შეადარა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსები ებრაელებს შეადარა, დასავლეთი კი ჰიტლერსა და ნაპოლეონს. 

ლავროვის თქმით, ზოგიერთ პუბლიკაციაში პოლიტოლოგები "რუსეთის დეკოლონიზაციაზე" ფიქრობენ, რადგან "ის მათზე ძლიერია და ერევა".

„როგორც ნაპოლეონმა პრაქტიკულად მთელი ევროპა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოაბილიზა, როგორც ჰიტლერმა ტყვედ ჩაიგდო ევროპის ქვეყნების უმეტესობა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოაბილიზა, ახლა აშშ-მ მსგავსი კოალიცია შექმნა. ნატო-ს ნაწილი და ევროკავშირის წევრი ევროპელები იგივე ამოცანით არიან - „რუსული საკითხის“ საბოლოო გადაწყვეტა.

როგორც ჰიტლერს სურდა საბოლოოდ გადაეჭრა „ებრაული საკითხი“, ახლა თუ წაიკითხავთ დასავლელ პოლიტიკოსების განცხადებებს, არა მხოლოდ პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან, ისინი ცალსახად ამბობენ, რომ რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უნდა განიცადოს",- განაცხადა ლავროვმა. 

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ზელენსკი „ებრაული სისხლის“ გამო ჰიტლერს შეადარა. ლავროვის განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და ქვეყანაში რუსეთის ელჩი დაიბარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics