10:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 18:36:12, 928 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს კლევერლი - რუსეთის მთავრობის სანქცირებულთა სიაში ვარ, მიხარია თუ ეს უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია

რუსეთმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლის თქმით, თუ მისი დასანქცირება, უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია, მოხარულია, რომ რუსეთის სანქციების ქვეშ იქნება.

"რუსეთის მთავრობის სანქცირებულთა სიაში ვარ. თუ ეს უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია, მაშინ მოხარული ვარ, რომ სანქციების ქვეშ ვიქნები", - განაცხადა ჯეიმს კლევერლმა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომთან დაკავშირებით ლონდონის პოზიციის საპასუხოდ, მოსკოვმა სანქციები ასობით ბრიტანეთის მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის არის  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics