|
2023-01-16 12:14:06, 990 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტები დაათვალიერეს. „სტუდენტებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკის, სამუშაო პროცესისა და კვლევების შესახებ სპეციალისტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობები გაიარონ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)