14:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 14:33:14, 1086 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი კიევში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

"აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა.

აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს ინფორმაცია ასევე მიაწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა",- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics