|
2022-12-30 12:07:31, 701 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძემ 2022 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა, 2022 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, როგორც ყველა წელი, საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელიც გამოწვევებით დატვირთული იყო, რასაც უწყებამ ეფექტიანად გაართვა თავი. გენერალურმა პროკურორმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა, პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2022 წლის საუკეთესო ორი პროკურორი - ლევან ვეფხვაძე და მიხეილ სადრაძე, საუკეთესო გამომძიებელი ირაკლი ცანავა და წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის პროკურატურის ხუთ თანამშრომელს - ვალერი კუჭუხიძეს, ნატალია გოგინაშვილს, მირანდა მელქაძეს, მამუკა ფარულავას და ბორის კვარაცხელიას, ყველაზე მაღალი ჯილდო - საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცათ.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)