14:22 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 17:44:05, 1620 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც  მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და  შემთხვევის ადგილი დატოვა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ"  და „ლ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი  ოჯახის ორი წევრის მიმართ),  236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დამზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics