|
2015-02-06 18:43:35, 747 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილეს, მაცეი პოპოვსკის შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება გააცნო. შეხვედრაზე ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დროულად დასრულდება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ასოცირების დღის წესრიგით გათვალიწინებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა. ევროკავშირის მხარემ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა. „თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ რეგიონში და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და საქართველოს ასოცირების პროცესი ევროკავშირთან. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დეტალებს ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში“, - განაცხადა მაცეი პოპოვსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საკითხებიც განიხილეს. დელეგაცია საქართველოს 11-13 თებერვალს ესტუმრება და ევროკავშირსა და თავდაცვის სამინისტროს შორის სამუშაო გეგმის დეტალებს შეათანხმებს.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)