|
2022-12-28 13:53:08, 1282 ნახვა
პოლიტიკა
ჟდანოვი - თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულიად დისკრედიტირებული იქნება
თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულიად დისკრედიტირებული იქნება,- ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან. „ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს. თუ დაიჯერებთ იმ ვერსიას, რომ მისი მოწამვლა არის რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია და ღმერთმა დაიფაროს - თუ ის ციხეში მოკვდება, მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულიად დისკრედიტირებული იქნება. და მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი - რუსეთის ფედერაციასთან დაახლოება. გარდა ამისა, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც ბერკეტს წარმოადგენს. ვიცი, რომ აფხაზეთში [რუსები] აგრძელებენ სოფლების მიტაცებას [მცოცავ ოკუპაციას]. ჯარის ბოლო გადაადგილება ზაფხულში დაფიქსირდა. ეს საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის ინსტრუმენტია“- განაცხადა ჟდანოვმა. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)