17:52 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 15:30:26, 852 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც საუბარია, რომ რეციდივისტის შეწყალება იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება, მუქარა არაფერ შუაშია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს სალომე ზურაბიშვილის იმიჯს დააზიანებს.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის იმიჯი წარსულში არაერთმა შეწყალებამ უკვე დააზიანა.

"იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ, წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება კიდევ უფრო დამაზიანებელი იყოს ეს ნაბიჯი მისი იმიჯისთვის იმიტომ, რომ განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც თავის დროზე მან შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი მათ შორის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, "ეს მისთვის და მისი კარიერისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება" იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics