18:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 19:07:27, 900 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი - მთავრობაში რომ ჭკუა არავის მოეკითხება ეს უკვე გავიგეთ

დაუშვებელია, რომ თუ ვინმე არასწორად მოიქცა პროტოკოლურად, ის გაიბუტოს და არ მივიდეს, - განაცხადა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაუქმებულ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქვეყნის პირველ პირს მეტი სახელმწიფოებრივი პასუსიხმგებლობა მართებს და პროტოკოლის დარღვევის შემთხვევაშიც კი, უნდა სცეს პატივი მოწვეულ ელჩებს და გამოცხადდეს ჩანიშნულ შეხვედრაზე.

“დაუშვებელია, რომ თუ ვინმე არასწორად მოიქცა პროტოკოლურად, ის გაიბუტოს და არ მივიდეს. პირიქით, სწორი ის არის, რომ მივიდეს იქ ადგილზე და პატივი სცეს მან ელჩებს. თუ სკამი არასწორად დადგეს და ვერ აგვარებს სხვაგვარად, დადგეს ფეხზე და ისე ილაპარაკოს. სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც გაცილებით მეტი სახელმწიფოებრივი, სიმბოლური დატვირთვა აქვს, მეტი ჭკუა მოეკითხება. მთავრობაში რომ ჭკუა არავის მოეკითხება ეს უკვე გავიგეთ, თუ მას მოეკითხება ჭკუა, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცეს" - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 26 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე არ მივიდა. მიზეზი კი, პროტოკოლური დარღვევა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics