18:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 11:26:41, 894 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - არ მინდა რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა უკრაინასა და მოლდოვაზე ორჯერ, სამჯერ წინ ვართ

არ მინდა ჩვენ კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, ჩვენ ორჯერ-სამჯერ წინ ვართ და ვიყავით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 

"ჩვენმა ქვეყანამ მიღო ევროპული პერსპექტივა, ჩვენ მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, სამწუხაროდ, კარგად გვესმის ჩვენ ყველას, თუმცა არ მინდა ჩვენ კოლეგა სახელმწიფოებზე რაიმე დამაკნინებელი ვთქვა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, ჩვენ ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, თუმცა, გასაგებია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022 გაიხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics