18:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 14:53:15, 1020 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი კობახიძეს - ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი, შენი რეალური მტერი, არა?!

ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი, შენი რეალური მტერი, არა?!,- ასე გამოხმაურა ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს, სადაც მან უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები გააკრიტიკა. 

კინზინგერი თქმით, ირაკლი კობახიძე უნდა იცნობდეს "იმ ტიპს, ვინც მის ქვეყანაში შემოიჭრა, დახოცა ხალხი და განაგრძობს ოკუპაციას".

"ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი... იცნობ იმ ტიპს, ვინც შენს ქვეყანაში შემოიჭრა, დახოცა ხალხი და განაგრძობს ოკუპაციას? შენი ნამდვილი მტერი... ხომ?",- წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საშობაოდ სასჯელი გადაევადებინათ და სამკურნალოდ უკრაინულ, ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაეყვანათ. უკრაინის პრეზიდენტის ამ მოთოვნას, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც შეუერთდა. 

ამის საპასუხოდ, კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზელენსკის განცხადება მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ხოლო სანდუმ "თავის მე-6 პრეზიდენტს უნდა მიხედოს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics