|
2022-12-23 15:44:33, 1593 ნახვა
რეგიონი
ბათუმის შესახებ უცხოურ მედიაში 150-მდე სტატია გამოქვეყნდა
წელს, ბათუმის შესახებ უცხოურ მედიაში 150-მდე სტატია, ბლოგპოსტი და სიუჟეტი გამოქვეყნდა. Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც ბათუმის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები დაიბეჭდა. აჭარის ტურისტული შესაძლებლობები გააცნო მკითხველს ისეთი მსხვილი ტურისტული გამოფენების გამოცემებმაც, როგორებიცაა ბერლინის ITB BERLIN NEWS, ლონდონის WTM YEARBOOK და დუბაის ATM DUBAI DAILY PUBLICATION. 2022 წელი ბათუმისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო აღიარებების კუთხითაც. წელს პირველად, ევროპის ჯილდოს შემდეგ ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. წელსვე, ოფიციალურად დასახელდა ბათუმი 2023 წლის World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელ ქალაქად. აღნიშნულმა მიღწევებმა, კიდევ ერთხელ განამტკიცა ბათუმის, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების სტატუსი.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)