21:08 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 09:56:51, 1253 ნახვა

პოლიტიკა
პრაისი - საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ნედ პრაისის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა გაეწიოს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობა. 

"საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ეს არის რეკომენდებულია სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების მიერ. რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცულია და ის იღებს ყველანაირი სამედიცინო მეთვალყურეობას, რაც მას სჭირდება",- განაცხადა ნედ პრაისმა. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 

კომისიის დასკვნის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 9 დეკემბერს უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics