15:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 14:34:32, 950 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე - ძალიან გამხდარია, უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია

გამხდარი არის ძალიან, მე უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მისი სურვილია, რომ მესამე პრეზიდენტმა მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს. 

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი, ამ ბოლო დროს, არ ეხება ამქვეყნიურ ამბებს, ეხება ძირითადად სულიერ საკითხებს იმიტომ, რომ მეც გამოვაცხადე ამის წინ და ახლაც მინდა ვთქვა, რომ მე ხმამაღლა ვამბობ ჩემს პირად სურვილს - მე მინდა, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს და შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოც ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც და წავუსვი ზეთი მთელ სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და მან უნდა იმკურნალოს. მთელი ამ საიდუმლოების დროს იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული... გამხდარი არის ძალიან, მე უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია. მე სულ ვამბობ, რომ რამდენი შევდივარ, იმდენი უარესად მხვდება, მაგრამ დღეს საერთოდ ვერ ვიტყვი ვერაფერს იმიტომ, რომ იწვა და შეუძლებელია, ამ ორი საათის განმავლობაში კონტაქტური იყოს ადამიანი, როდესაც მასზე ასეთ დიდ, ძლიერ ლოცვებს კითხულობენ. ჯანმრთელი ადამიანიც კი, თვალს დახუჭავს და ისე მოისმენს", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალს სდებენ თვითლიკვიდაციისკენ მიდრეკილებაში, თუმცა ეს სცენარი გამორიცხულია.

"ზოგადად, ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ ნებისმიერი მიდრეკილება. ამაში ადანაშაულებენ მას და მე ვამბობ, რომ ეს დიდი ცოდვაა ძალიან ქრისტიანისთვის და მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი აღსარებას ამბობს და ეზიარება, ამიტომ ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის ეს სცენარი გამორიცხულია", - განაცხადა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics