22:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 13:51:19, 1374 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - სააკაშვილის გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია და ამის ავტორებმა უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადებაც

"ქართული ოცნების" აღამსრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას ეხმიანება და "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას" უკავშირებს.

როგორც მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოყვანა იყო სპეცოპერაცია, რომლის ავტორებმაც უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება. 

"ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ, მათ შორის შემთხვევითი არ არის ამ განცხადებასთან თანხვედრაში, ლოგიკურად შეგვიძლია განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში დღეს, აი მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო, დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი და სპეცოპერაცია დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყოს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რაც მოუწოდა. შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ყელა განცხადებას განვიხილავთ ამ კონტექსტში", - განაცხადა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics