23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 09:15:57, 1622 ნახვა

მსოფლიო
ISW - ლუკაშენკომ უარი უთხრა პუტინს უკრაინის ომში მონაწილეობაზე

ბელარუსის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში ნაკლებად სავარაუდოა, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, როგორც ჩანს, უარი უთხრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის ომში მონაწილეობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. 

როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ქვეყნების პრეზიდენტებმა უკრაინაში ომის განხილვისაგან თავი შეიკავეს. 

ამავდროულად, მინსკმა განაცხადა, რომ ისინი სავარაუდოდ "დასავლური საფრთხის წინაშე დგანან"..

„ლუკაშენკო იყენებს ბელორუსის საზღვრების დასავლეთისა და ნატოსგან დაცვის რიტორიკას, ცდილობს თავიდან აიცილოს მონაწილეობა ომში. ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა მსგავსი მინიშნებები ბელარუსში 17 თებერვალს ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებასთან კონტექსტში და დასავლეთის გამოცხადებულ აგრესიაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ანალიტიკოსების თქმითვე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი უზრუნველყოფს S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ისკანდერის კომპლექსებს. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა თავდაცვის სივრცის ფორმირებაზეც ისაუბრეს. ამასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლუკაშენკო არ აპირებდა ბელარუსის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, რადგან ამ შემთხვევაში მას რიტორიკის შეცვლა მოუწევდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შესახვედრად. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics