23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 20:31:54, 2214 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გაზის ფასის ლიმიტის შემოღებაზე

ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს გაზის ფასის ზედა ზღვრის შემოღება - ეს იქნება მაქსიმალური ფასი, რომლითაც შესაძლებელია კონტრაქტების გაფორმება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

შეზღუდვები ძალაში შევა, თუ ჰოლანდიის უდიდეს TTF ჰაბში გაზის ფასი სამი დღის განმავლობაში გადააჭარბებს 180 ევროს მეგავატსაათზე.

ფასის ლიმიტის დებულება 15 თებერვლიდან იმოქმედებს.

საბოლოო ზღვარი მნიშვნელოვნად დაბალი იყო ევროკომისიის თავდაპირველ წინადადებაზე (275 ევრო).

ევროკავშირში გაზის ფასების ჭერი შემოღებულია, როგორც ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ბოლო თვეებში ისტორიულ მაქსიმუმზე იყო.

ევროპაში გაზის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა გამოწვეულია, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთთან დაპირისპირებით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა გაზის ფიზიკური მიწოდება კონტინენტზე.

ჭერის შემოღებას ეწინააღმდეგებოდნენ, კერძოდ, ნიდერლანდები, ავსტრია, უნგრეთი, ასევე გერმანია, რომელიც ევროკავშირში საწვავის უმსხვილესი მომხმარებელია. ეს ქვეყნები შიშობენ, რომ საწვავის ფასებში არასაბაზრო ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics