23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 14:44:41, 1805 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან 286 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთმა უკრაინას 286 მილიონი ევროს ღირებულების (250 ფუნტი) სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.

როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სუნაკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, რომ 2023 წელს, უკრაინის მხარდაჭერა გაზარდონ.

”მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ უნდა შევაკავოთ აგრესია. ჩვენი ერთობლივი განლაგება რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველაზე სერიოზულ საფრთხეებს ვუპასუხოთ", - ამბობს სუნაკი, როგორც ამას ბრიტანეთის მთავრობა იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, 2023 წლის განმავლობაში, საარტილერიო საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთმა უკრაინაში 125 საზენიტო იარაღი და 100 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გაგზავნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics