|
2022-12-19 10:17:41, 830 ნახვა
საზოგადოება
ერუშეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე პროექტი „სათემო რეინჯერი“ დასრულდა
ერუშეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე პროექტი „სათემო რეინჯერი“ დასრულდა. დასკვნით ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი დაესწრო. პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაციები წარადგინეს. პროექტის ,,თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი- სათემო რეინეჯერი“ მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში 10 მონაწილე - სათემო რეინჯერი შეირჩა ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპელიტეტებიდან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან. თეორიულ ნაწილში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკით. პრაქტიკული ნაწილი კი, ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავდა. სათემო რეინჯერები, პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. სათემო რეინჯერების ფოტოხაფანგებმა ერუშეთის ეროვნული პარკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობა დააფიქსირა, რის შემდეგაც მოხდა მონაცემების დამუშავება. ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, სათემო რეინჯერები აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროცესშიც. პროექტი „სახეობათა კონსერვაციის ცენტრის“ (NACRES) მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ერუშეთის ეროვნულ პარკსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)