22:15 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 12:40:27, 1124 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს აბდულა ისმაილოვი გამოაკლდა

საქართველოს პარლამენტში მოშიმშილე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს აბდულა ისმაილოვი გამოაკლდა. 

როგორც თემურ ჯანაშიამ განაცხადა, დეპუტატს ბოლო დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, აბსოლუტურად ყველა მოშიმშილის. ერთადერთი ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილო, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ეს ბოლო ორი დღე და სახლში გავუშვით, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა მისი გაჩერება", - განაცხადა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა - დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს. 

როგორც დავით კირკიტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  ამ პოლიტიკურმა აქტმა ფრაქციაში   აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა სამივე დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პროტესტი პარლამენტსაც გასცდება.

პარლამენტში მოშიმშილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. დეპუტატები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics